weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება გაიმართება

17:08 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

22 ივნისს, 11:30 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

ფორუმში მონაწილეობას საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის, მათ შორის, თიბისის წარმომადგენლები მიიღებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გადადგმულ ნაბიჯებს გაუზიარებენ.

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების დაბალანსებული და რეალისტური საშუალებაა. ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებით, ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ გარემოს. მისი მიზანი არამხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ რესურსების ეფექტურად გამოყენება და სხვადასხვა ეკოსისტემისა და მასში მონაწილე ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

რამდენად ინფორმირებულები მეწარმეები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ, მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მწვანე დაფინანსება - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად EBRD-ის GEFF პროგრამამ საქართველოში მრავალპროფილური კვლევა ჩაატარა. ღონისძიებაზე, ბანკისა და პროგრამის წარმომადგნელებთან ერთად, კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

ღონისძიებაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე - რეგისტრაცია/Registration (google.com)

ღონისძიების დღის წესრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ონლაინ ღონისძიება “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” – GEFF საქართველოში – მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (ebrdgeff.com)

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]