weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

შირაქში ხანძრის შედეგად 70 ჰექტრამდე ყანა განადგურდა

14:04 სამშაბათი, 22 ივნისი 2021

შირაქში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 150 ჰექტარი დაიწვა, საიდანაც დაახლოებით 70 ჰექტარზე ხორბლისა და ქერის მოსავალი ჯერ აღებული არ იყო. ამის შესახებ რეგინფოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით,  დაზარალდა 5 ფერმერი.

ხანძირს გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა განიხილება. მერის მოადგილემ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცეცხლი კომბაინიდან ან ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ კახეთში ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკია, რის გამოც სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზება ძლიერდება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]