weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანდემიის დროს 200-ლარიანი დახმარების თაღლითურად მიღების ბრალდებით 3 მამაკაცი დააკავეს

14:41 სამშაბათი, 22 ივნისი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.

„აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200 ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. ატკატის სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ. მეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მეორე ნაწილით გათვალისწინებული ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებულებს დანაშაულთან კავშირი არ აქვთ და უმუშევრები არიან. ისინი მათ პოლიტიკური ნიშნით დევნას არ გამორიცხავენ, რადგან სამი დაკავებულიდან ორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]