ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. 25 აგვისტოს მთავრობამ განაცხადა, რომ ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა მაინც რჩება ერთეული კერები, რომელთა დამუშავება გრძელდება.
ხანძრის გაჩენის შემდეგ მის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის მიერ გამოგზავნილი სამი ვერტმფრენი, თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთი ვერტმფრენი.