weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპატრიარქო ღვთისმშობლის კვართის საკითხის შესწავლამდე მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

11:09 კვირა, 27 აგვისტო 2017

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში განთავსებული ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ ბოლო წლებში გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს. კვართის ზუგდიდიდან ხობში გადატანის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს, მანამდე კი მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

„ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე. შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

9 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის რეზიდენციასთან მრევლმა აქცია გამართა. ისინი ზუგდიდიდან ხობის დედათა მონასტერში ღვთისმშობლის კვართის შესაძლო გადატანას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სინოდს ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიმართა თხოვნით, კვართი ერთი დღით მოსალოცად ხობის ხარების დედათა მონასტერში გადაიტანონ. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ერთი დღე მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი კვართის ზუგდიდიდან გატანა სამუდამოდ სურთ, რის უფლებასაც არ მისცემენ.

ხობის ეპარქიაში კვართის ერთი დღით გადატანას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც ეწინააღმდეგებიან.

კვართის ხობის მონასტერში გადატანას 2015 წელსაც ითხოვდნენ. მაშინ ამ საკითხმა ორ ეპარქიას შორის დაპირისპირება გამოიწვია.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმიდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა. 1923 წელს კი ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]