weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ნამახვანჰესზე გადაცემის გამო „პირველის“ წამყვანების წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართეს

15:29 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ ტელეკომპანია პირველის წამყვანების ჟურნალისტ ეკა მიშველაძისა და ანალიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. საქმე ეხება 21 მაისს გასულ გადაცემას, სადაც ნამახვანჰესის პროექტი და მის წინააღმდეგ პროტესტი განიხილებოდა.

„მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, გადაცემის მსვლელობისას გაჟღერდა არაერთი გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია – მათ შორის ეკა მიშველაძისა და ალექსი პეტრიაშვილის მხრიდან – პროტესტის ორგანიზატორთა თურქოფობიული განწყობების, ნამახვანი ჰესის პროექტის 12 თვით შეჩერების, ზუთხების სახეობებზე ზეგავლენის, თითქოსდა პროტესტის გამო გაჩერებული პროექტებისა და 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციის და სეისმოლოგიური საფრთხეების შესახებ.

ორგანიზაციის შეფასებით, გადაცემაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ცალმხრივად იყო წარმოდგენილი, ხოლო წამყვანები იყვნენ მიკერძოებული ერთი კონკრეტული მხარის – ნამახვანჰესის მომხრეების მიმართ, რაც სტუმრების წარმომადგენლობითობასა და მათთვის საეთერო დროის დათმობაშიც აისახა.

„წამყვანებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ასე დააყენეს – უნდა აშენდეს, თუ არა ნამახვანი ჰესების კასკადი და რა სარგებელს ან ზიანს მოიტანს ის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ საკითხზე დისკუსია უნდა გამართულიყო, მთლიანობაში, გადაცემაში იგრძნობოდა წამყვანების მიკერძოებული დამოკიდებულება და გამოხატული მოსაზრება ამ კითხვის ერთ-ერთი პასუხის მიმართ (განსაკუთრებით ალექსი პეტრიაშვილის და ეკა მიშველაძის საწყის მონოლოგებში): რომ ნამახვანჰესის აშენება ცალსახად დადებითი მოვლენაა (ხოლო ხალხი მის მშენებლობას, ალბათ, უფრო იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ პროექტის შესახებ კარგად არ იცის, რადგან კომუნიკაცია არ ყოფილა - პეტრიაშვილის მონოლოგი).

წამყვანების ეს დამოკიდებულება ერთგვარად აისახა კიდეც სტუმრებზე, სადაც პროექტის მომხრეები უფრო მეტად და მრავალფეროვნად იყვნენ წარმოდგენილნი, ვიდრე მოწინააღმდეგეები.

პროექტის დამცველ ექსპერტებს და მეცნიერებს, მთელი გადაცემის განმავლობაში, არ ჰყავდათ თანაბრად წარმოდგენილი მოპასუხე მხარეები, რომლებიც ენკას მხარდამჭერების მიერ მოყვანილ საგნობრივ მტკიცებულებებს, საიდანაც დიდი ნაწილი მართლაც მცდარი იყო, გასცემდა პასუხს.

ეს მხარეები შეიძლება ყოფილიყვნენ მეცნიერები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წლებია ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობენ. გადაცემაში დაისვა კიდეც ბევრი ისეთი სამეცნიერო კითხვა, რომელზეც პასუხები ან გაუცემელი დარჩა, ან მხოლოდ „ენკას“ ინტერესებიდან გამომდინარე გაეცა პასუხები. გადაცემაში ასევე არ მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის ექსპეტრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის თემები მოიცავდნენ ეკოლოგიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის, ჰიდროლოგიის, მევენახეობის და მეცნიერების სხვა სფეროებს.

აღსანიშნავია, რომ გადაცემაში არ იყვნენ რიონის ხეობის მოძრაობის წარმომადგენლები და ეს, როგორც წამყვანმა განაცხადა, მათი სურვილი იყო - უარი განაცხადეს მასში მონაწილეობაზე. ზოგადად, რიონის მცველები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ მონაწილეობას „ენკასთან“ დებატებში, რადგან მათ საქმე აქვთ მთავრობასთან. ამ არგუმენტის შესახებ ჟურნალისტს არ განუცხადებია“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა არაერთხელ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი სხვადასხვა პრინციპი: პრინციპი 1: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; პრინციპი 3: ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია; პრინციპი 11: ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭომ განცხადება დასაშვებად ცნო და მას ღია სხდომაზე განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]