როგორც „რეგინფოს“ სოფელ შქმერში მერის წარმომადგენელმა, ანზორ გაგნიძემ უთხრა, მამაკაცი სოფლის სიახლოვეს, ავტომობილისთვის მიუვალ ადგილზე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიწა ჩავარდა და ხევში გადაიჩეხა.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად კიდევ სამი ადამიანი იყო.
გარდაცვლილის ცხედარი ხევიდან სამაშველო ჯგუფებმა ამოასვენეს.