weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვეყანაში ვაქცინის არ ქონა სიცოცხლის უფლების დარღვევად შეიძლება შეფასდეს – ლომჯარია

11:10 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

როგორც სახალხო დამცველმა პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებს.

„იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან და როდესაც დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ვაქცინა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, კრიტიკის საგანია პანდემიის დროს სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვების დაწესება-გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რადგან არ ხდება მათი დასაბუთება.

„რატომ მიიღება კონკრეტული შეზღუდვები, რა საფუძვლები და დასაბუთებები აქვს ამ ყველაფერს უკან, რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ძალიან მაღალია ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ჩვენ არ გვაქვს აცრები - ეს მეორე პრობლემატური საკითხია. ჩნდება განცდა, რომ ეს არის უფრო მეტად გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლიანობის საჭიროებას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებს და მეცნიერულ დასაბუთებას.

ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ეს საკითხი შეიძლება გახდეს, მათ შორის მოქალაქეების მხრიდან, გასაჩივრების საფუძველი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების მიმართულებით, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში 242 451 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 87 131 ადამიანი. აცრები პერიოდულად ლოჯისტიკური და ტექნიკური შეფერხებებით მიმდინარეობს. ბოლო დღეებში დაფისირდა შემთხვევები, როდესაც მეორე დოზით ასაცრელად სამედიცინო დაწესებულებაში მისულ მოქალაქეებს ვაქცინა ადგილზე არ დახვდათ.

22 ივნისს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა და წლის ბოლომდე, ჯამში მობილიზებული იქნება 3.6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]