weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

XV საუკუნოვანი ველისციხის ურბანული განახლების სამუშაოები იწყება

11:30 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფლის - ველისციხის ურბანული განახლების სამუშაოები იწყება, რომლის ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, თეატრის, მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და I სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ამასთან ერთად მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

პროექტი პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.

„ველისციხის ურბანული განახლების პროექტი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყოა. ეს იქნება როგორც ველისციხისთვის და გურჯაანისთვის, ასევე მთლიანად კახეთისთვის ახალი სიცოცხლე და ტურისტული მიზიდულობის ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების საკითხში ჩართული იყვნენ ადგილობრივები და ერთობლივად, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დაიგეგმა ეს პროექტი. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის." - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ველისციხის რეაბილიტაციას წინ რამდენიმე ეტაპი უძღვოდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2018 წელს ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმის შექმნაზე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც კომპანია „ამხანაგობა 21”- მა განახორციელა.

ამის შემდეგ, 2019 წელს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა საპროექტო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი, რომელშიც შპს „სტუდია21”-მა გაიმარჯვა. საპროექტო სამუშაოები 2020 წლის ბოლოს დასრულდა.

„ველისციხის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია თითოეული გურჯაანელისთვის. მართლა საშვილიშვილო საქმეა, რომელიც თაობებს გამოადგება. რაც მთავარია, გურჯაანში გაჩნდება ადგილი, რომელიც შიდა თუ საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს. მადლობას ვუხდი პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს”, - ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

ველისციხის ურბანული განახლების პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, უკვე დაწყებულია ქალაქ გურჯაანის ურბანული განახლების პროექტირებაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე, გურჯაანის ურბანული განახლების პროექტი „პაპას ბაღის", ნონეშვილის ქუჩისა და „ბებოს ბაღის" ტერიტორიებს მოიცავს. დაგეგმილია ფასადური რეაბილიტაცია, გამწვანება და სკვერების კეთილმოწყობა. საპროექტო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]