weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას ემსახურება – ISFED-ის დირექტორი ჯარიმების ჩამოწერაზე

15:56 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ემსახურება ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ინიციატივა.

ნინო დოლიძის თქმით, არჩევნებამდე ახლო პერიოდში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის პრობლემურია.

„საარჩევნო პერიოდში ჯარიმების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ არის საარჩევნო მიზნებისთვის, იმიტომ, რომ ეს, ცხადია, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადამიანებზე, საზოგადოებასა და ამომრჩეველზე. ცხადია, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა შემსუბუქდეს, რადგან სიდუხჭირეა ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ეს ძალიან ახლოს ხდება არჩევნებთან, ეს ყოველთვის პრობლემურია იმიტომ, რომ ამომრჩეველზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ემსახურება“, – განაცხადა ISFED-ის დირექტორმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტიის მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებაა. როგორც ის ამბობს, ხელისუფლებას მომრჩევლის მოსყიდვის ინტერესი რომ ჰქონოდა, ამნისტია სექტემბერში გამოცხადდებოდა და არა ახლა.

დღეს ცნობილი გახდა პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები გაუქმდება. საუბარია 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ღარიბაშვილის თქმით, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ისე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]