შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული მამაკაცი – 2000 წელს დაბადებული ს.ყ. პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხა თავს.
საქმეზე გამოძიება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.