weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ინფიცირებული

11:12 პარასკევი, 25 ივნისი 2021

ჩატარებული 34 104 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 699 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.05%, ხოლო ბოლო 7 დღის 2.40%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 418 დაფიქსირდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 57

ქვემო ქართლი – 51

კახეთი – 41

აჭარა – 36

შიდა ქართლი – 36

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 32

მცხეთა-მთიანეთი – 12

სამცხე-ჯავახეთი – 11

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

გურია – 2

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელოდა 614 პირი, 9 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 8653 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5476 ინფიცირებული საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს, 2592 – საავადმყოფოში, 585 ადამიანი კი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

657 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 166 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 362 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 348 267 გამოჯანმრთელდა,  5237 კი გარდაიცვალა. 24 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ჯამში 245 380 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 88 754 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]