ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტის თქმით, სახლს გუშინდელი დღიდან პოლიცია იცავდა, თუმცა დღეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა იქ შესვლა მოახერხა, სავარაუდოდ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წეუკიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულები 65 და 36 წლის მამაკაცები არიან. მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.