როგორც უწყება აცხადებს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ხორცში ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი დადასტურდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი დაექვემდებარა გადამუშავებას“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი გამოავლინეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტშიც. ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, თურქეთიდან შემოტანილ 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, შემოტანილი საქონელი განადგურდა.