weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

82 500 კგ ქათმის გაყინულ ხორცში საშიში ორგანიზმი დადასტურდა – შემოსავლების სამსახური

14:49 პარასკევი, 25 ივნისი 2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებულმა 82 500 კილოგრამმა ქათმის გაყინულმა ხორცმა ფოთის პორტში ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა.

როგორც უწყება აცხადებს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ხორცში ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი დადასტურდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი დაექვემდებარა გადამუშავებას“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უწყების ცნობით, იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი გამოავლინეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტშიც. ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, თურქეთიდან შემოტანილ 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, შემოტანილი საქონელი განადგურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]