weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკაში 20-მდე ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა

19:45 პარასკევი, 25 ივნისი 2021

ფოთში, „აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები სავარაუდოდ საკვებით მოიწამლნენ. გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ფაბრიკაში მისულმა სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა 19 ადამიანს გაუწიეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ინტოქსიკაციის ნიშნებით 16 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, სამმა პაციენტმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

„აჭარა ტექსტილეს“ დირექტორის, გია ლომინაძის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო თანამშრომელთა მოწამვლის მიზეზი. როგორც ის განმარტავს, საკვების მიწოდებაზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან აქვთ გაფორმეული.

„ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ პირველადი მონაცემებით, ვარაუდია, რომ მიზეზი შესაძლოა, საკვები ყოფილიყო. მინდა, ავღნიშნო, რომ ამ კონკრეტულ საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული და მხოლოდ 15 თუ 17 პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკეთებთ ზუსტ ანალიზს, რა შეიძლება ყოფილიყო ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა გია ლომინაძემ.

„აჭარა ტექსტილეს“ ფაბრიკაში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

დაახლოებით ერთი თვის წინ სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაცია დაფიქსირდა კიდევ ერთ ასეთ დაწესებულებაში. კერძოდ, აჭარაში, ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში, რომელსაც შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ ფლობს, სულ მცირე 45 თანამშრომელი მოიწამლა. აღნიშნულ ფაბრიკას საკვებს კომპანია „ANKARA catering“ აწვდიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]