weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენი გეგმაა, რომ დღეში 30 000 აცრა ჩავატაროთ – ღარიბაშვილი

12:32 შაბათი, 26 ივნისი 2021

დღეში უნდა გავიდეთ 30 000 აცრაზე, რაც სავსებით შესაძლებელი და მიღწევადია. ჩვენი გეგმაა, რომ დღეში 30 000 აცრა ჩავატაროთ პიკის დროს. დავიწყებთ 20 000-ით და ავალთ 30 000-ზე. თვეში ნახევარ მილიონ აცრას ალბათ შევძლებთ. ეს არის ჩვენი ამოცანა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში დასმული შეკითხის პასუხად.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ინტენსიური ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ივლისში „ფაიზერის“ და „სინოვაკის“ მილიონ-მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.

„კომპანია „ფაიზერთან“ ჩვენ გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება არა „კოვაქს პლატფორმით“, არამედ პირდაპირი - მეც ვიყავი ჩართული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორიც გვეხმარებოდა აქტიურად. მე პირადად ვიყავი გასული კონტაქტზე „ფაიზერის“ დირექტორთან, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ბუნებრივია, ჯანდაცვის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ

მილიონ დოზა ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი ფაიზერთან და ივლისიდან დაიწყება მოწოდება. ანუ მილიონი დოზა ფაიზერი გვექნება. ეს ერთი. მეორე სინოვაკის მილიონი დოზა ვაქცინა თვის ბოლოს ჩამოვა.

შემოვა ნახევარი მილიონი „სინოფარმი“, კიდევ ნახევარ მილიონს ვუკვეთავთ, ანუ ჯამში, მილიონი დოზა „სინოფარმი“. ეს მოხდება ივლის-აგვისტოში. ამის გარდა „კოვაქს პლატფორმიდან“, წლის ბოლოს, მეოთხე კვარტალში, ჩვენ ველოდებით „ნოვოვაქსის“ ვაქცინებს. ასევე „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს.

ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი დოზა ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იქნას სრულად აცრილი წლის ბოლომდე.

აქ კითხვა დაისვა, როგორ ვაპირებთ ამ მიზნის მიღწევას. ამჟამად უკვე შექმნილია სპეციალური ექიმებისგან დაკომპლექტებული 350 ბრიგადა, რომელიც ატარებს ვაქცინაციას. მინისტრთან ერთად შეხვედრა მქონდა ყველა მსხვილი კლინიკის ხელმძღვანელებთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად, სახელმწიფოსთან ერთად სრული კოორდინაციით, დავიწყებთ აქტიურ, ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს ივლისიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. დღემდე ჯამურად 251 529 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 92 790 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]