weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილი დანაშაულს არ აღიარებს

15:10 შაბათი, 26 ივნისი 2021

სენაკის რაიონულმა სასამართლომ 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახაზინო ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

„ბრალდების ყველა ნაწილთან დაკავშირებით ბრალდებული განმარტავს, რომ დანაშაული არ აქვს ჩადენილი და დუმილის უფლებას ირჩევს. ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგ ბრალდებულთან ერთად შევაჯერებთ პოზიციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ზაზა კვირკველიამ ჟურნალისტებთან.

სასამართლო პროცესი, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მედიისთვის დახურული იყო. საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ სპროცესის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება.

„პროკურატურა ახორციელებს მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე. შესაბამისად, მოცემულ საქმეში ბრალდებულებიც კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – აღნიშნა პროკურორმა.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მამა-შვილი – 65 და 36 წლის მამაკაცები 23 ივნისს დააკავეს. პროკურატურამ ბ.გ-ს და ზ.გ.-ს ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურების მიხლით წარუდგინა (ბ.გ.-ს 2 ეპიზოდი, ზ.გ.-ს 3 ეპიზოდი). გარდა ამისა, ზ.გ.-ს ასევე ბრალად ედება ბავშვის უმწეობის გამოყენებით და ძალადობით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ და ზ.გ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ და ზ.გ დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ“, – აცხადებს პროკურატურა.

წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა-შვილს 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]