weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპანტებმა ახალუბანთან მწყემსები დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს

16:32 შაბათი, 26 ივნისი 2021

გორის რაიონის სოფელ ახალუბანთან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

თვითმხილველის თქმით, ​რუსმა სამხედროებმა მწყემსებს დაუძახეს და ოკუპირებულ მხარეს მოტყუებით გადაიყვანეს.

„საზღვართან 150 მეტრის დაშორებით ვისხედით, საქონელი უნდა მოგვეგროვებინა და მერე ქვემოთ ჩამოგვეყვანა. იქიდან ოთხი სამხედრო ყვიროდა. ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, სამხედრო ყვირის უნდა მივიდეო. მაღლა რომ ავიდა, დაიძახა, მეუბნებიან თქვენი ძროხა არის გამოპარული და წაიყვანეთო. ორივე წავიდნენ და შიგნით შეიყვანეს ამ სამხედროებმა. სამი საათი რომ გავიდა, საქონელი წამოვიყვანე, ჩამოვედი და დავინახე, რომ პოილიცია იყო მისული. ვიფიქრე, რომ ესენი წაყვანილი ჰყავდათ. ძროხა არ იყო გადასული, მოატყუეს“, – ამბობს მესამე მწყემსი.

რუსმა სამხედროებმა დაკავებული მწყემსები ქართველ სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ გადასცეს. ამ დროისთვის ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ყოველ წელს საქართველოს ათობით მოქალაქეს აკავებენ უკანონოდ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს უკანონოდ დაკავებულთა რიცხვმა 64 შეადგინა. ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩება გასული წლის 11 ივლისს გატაცებული ზაზა გახელაძე. მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]