weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 13 მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

10:30 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 13 მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყვეტილებას დაკავებულთა ოჯახის წერების და ახლობლების პროტესტი მოჰყვა. გუშინ მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აქციის გამართვას დღესაც აპირებენ.

13 მამაკაცი 24 ივნისს დააკავეს, რასაც წინ ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უძღოდა. თავდაპირველად, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) 1988 წელს დაბადებული შოთიკო ლოლაძე დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

„მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებს შსს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

13 პირის დაკავებაზე შეკითხვა 25 ივნისს, პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დაუსვეს. შს მინისტრმა განაცხადა:

„გუშინ, ურეკში, ხანძარი მოხდა. ზუსტად 12 წუთში მუშაობდა 8 სახანძრო მანქანა. არა წყალი არ ჰქონდა, მივიდნენ და რაღაც მოხდა... უკვე ჩამქრალი იყო ხანძარი. მივიდა ერთ-ერთი მოსახლე ნასვამ მდგომარეობაში, შეურაცხყოფას აყენებდა მაშველ-მეხანძრეებს და მოხდა მისი დაკავება. გადაიყვანეს განყოფილებაში. მას შემდეგ მივიდნენ მისი მეგობრები, მეზობლები, ზოგი ნასვამი იყო, ზოგი – ფხიზელი. პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას შემდეგ მოხდა მათი დაკავება და არა ის, რომ ხანძარზე მივიდნენ, წყალი არ გვაქვს და ა.შ. ეს არის ფაქტი“, – განაცხადა გომელაურმა.

დაკავების შემდეგ 13 პირს ბრალი დაუმძიმდა და პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]