weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ინფიცირებული გარდაიცვალა

11:30 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

ჩატარებული 29 709 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 749 თბილისში ფიქსირდება.

რეგიონებიდან ყველაზე მეტი – 122– დადებითი შემთხვევა იმერეთშია, სხვა რეგიონებში კი ასეთი მონაცემებია: ქვემო ქართლი – 102, კახეთი – 71, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 44, აჭარა – 41, შიდა ქართლი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7, გურია – 1.

კორონავირუსის დადებითი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 4.02%-ია, ხოლო ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი 2.45%-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 ინფიცირებული, 22 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8601 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5351 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2639 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 158;
  • 611 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 351 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5297 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]