weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩინური ვაქცინებით აცრილი საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით ვერ შევლენ

17:58 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფაიზერის“, ასტრაზენეკას“, მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით სრულად არიან ვაქცინირებული, 25 ივნისიდან გერმანიაში სტუმრად ან ტურისტული მიზნით შესვლა კვლავ შეუძლიათ. ჯერჯერობით, გერმანიაში შესვლა არ შეუძლიათ ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ აცრილებს.

გერმანიაში გამგზავრების მსურველთათვის ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J)) და აქამდე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გერმანიაში შესვლა გარკვეული პირობებით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან, სხვა მიზნებითაც, მათ შორის ტურისტული მიზნითაც შეუძლია გერმანიაში გამგზავრება.

ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა.

PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის.

გასათვალისწინებელია, პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა. შ.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის, ვირუსის ახალი შტამისა და სხვა რისკის შემცველი ქვეყნების სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვაქცინირებულ ადამიანებს მოეთხოვებათ ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვეყანაში შესვლა ნებადართულია კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხით და თუ თან ახლავთ სულ მცირე ერთი ვაქცინირებული მშობელი.

ვაქცინის გარეშე გერმანიაში შესვლა ძირითადად დაშვებულია: ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, შენგენის ასოცირებული ქვეყნებიდან (ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი) და იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეპიდემიოლოგიური მდგომარებიდან გამომდინარე ევროკავშირი არ კრძალავს შესვლას. სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელია. ამისთვის უნდა არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]