ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, სადგურს მეხი დაახლოებით 18:00 საათზე დაეცა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები იმყოფებოდნენ და ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.
კურორტ ბაკურიანს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მართავს. მეხის დაცემით გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.