weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ე.წ. კომენდანტის საათი დღეიდან უქმდება

10:30 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი, დღეიდან უქმდება. მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო.

„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

ღამის საათებში გადაადგილება 2020 წლის 28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. პირველ ივნისამდე შეზღუდვა ძალაში 21:00 საათზე შედიოდა. აღნიშნული რეგულაციის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 2000 ლარით აჯარიმებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]