weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამ ეტაპისთვის მობილიზებული რესურსით დღეში 17 000 მოქალაქის აცრა შეგვიძლია – ტიკარაძე

12:54 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არის ჩართული. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპისთვის ასეთი 200-მდე კლინიკაა, სადაც ამცრელთა 281 ბრიგადა მუშაობს.

„თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი 8-საათიანი გრაფიკით, თუმცა წინა კვირაში, არაერთი სამუშაო შეხვედრისას კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და ასევე, შესაძლებლობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების დამატებით, ასევე შესაბამისი საათების დამატებით, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არის დასაქმებული და შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ იმ დროების შესაბამისად ხელშეწყობა, რომ ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ვაქციანა. ამასთან მიმართებაშიც კლინიკების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა და ჩვენ გავზრდით ასევე სამუშაო საათებს.

იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის არის საქართველოში მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა თვეში.

ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის მანძილზე ყოველ თვე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ივლისიდან მთავრობა ელოდება მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის მიღებას.

„ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კლინიკებთან გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში. ასევე, სახელმწიფო გამოთქვამს მზაობას ყველა იმ საჭირო პრობლემატიკის გადაჭრის, რაც კლინიკებს შეიძლება გააჩნდეს. კლინიკების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის მანძილზე დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე, რაც არ არის დიდი რიცხვი, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, „საკმაოდ დიდი დინამიკა აქვს ვაქცინაციის პროცესს“.

„დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურობის მოლოდინი გვაქვს ჩვენ მათი მხრიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე ჯამურად 261 652 აცრა ჩატარდა, სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]