weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტიკარაძის თქმით, ლილოში მასობრივი ვაქცინაციისთვის სივრცის მოწყობა იგეგმება

13:20 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინურ ვაქცინებს „სინოფარმს“ და „სინოვაკის“ მოქალაქეები დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც გაიკეთებენ.

„მინდა, მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ „ფაიზერზე“ ხელმისაწვდომობა იქნება ცალსახად მხოლოდ კლინიკებში, ვინაიდან ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. ასევე, „ასტარზენეკასთან“ დაკავშირებითაც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში, ხოლო ჩინური ვაქცინებით – „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია მოქალაქეებს შეეძლებათ ასევე დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის სივრცეების დამატება.

„ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც სამწუხაროდ კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა მოქალქეებს აქვთ ნაკლები. სწორედ ამ მომენტში ჩვენ შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცის მოწყობას უკვე სხვა ფორმატში. მსგავსი ერთი მაგალითი საქართველოში უკვე გვაქვს, კერძოდ, თბილისში, „ჰუალინგის“ ცენტრში. შემდეგი ერთ-ერთი არის რეგიონული ხელმისაწვდომობიდან იდენტიფიცირებული ლილოს რეგიონი – აღმოსავლეთ თბილისის და საქართველოს მიმართულებით, სადაც ასევე იგეგმება შედარებით მცირე ცენტრის გახსნა, თუმცა ვთვლით, რომ იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ივლისიდან აანონსებს, თუმცა ვაქცინების დამატებითი დოზები ქვეყანაში ჯერ არ არის შემოტანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]