weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამორიცხულია, რომ „ასტრაზენეკა“ უახლოეს დღეებში არ ჩამოვიდეს ქვეყანაში – გაბუნია

14:22 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

„ასტრაზენეკას“ მოწოდებაზე ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია ალბათობა, რომ „ასტრაზენეკა“ მოკლე ხანში, უახლოეს დღეებში არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ძალიან მალე დავუბრუნდებით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამჟამად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმ პირების ვაქცინაცია მიმდინარეობს, რომლებსაც პირველი აცრიდან 10-12-კვირიანი პერიოდი გაუვიდათ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო ივლისში ვაქცინების მილიონზე მეტ დოზას მიიღებს.

„ივლისში ველოდებით ოთხივე ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას, მოწოდება გაგრძელდება აგვისტოსა და სექტემბერში. ხელშეკრულებების ფარგლებში, „კოვაქსის“ გარდა, სულ შეძენილია ვაქცინის 2 მილიონ ნახევარზე მეტი დოზა. ეს არის „სინოფარმის“ , „სინოვაკის“, „ფაიზერის“ ვაქცინა, კოვაქსის პლატფორმიდან „ასტრაზენეკა“. ასევე, დაგეგმილია სხვა მწარმოებლის ვაქცინების შეძენა, რომელიც მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]