weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წალკაში ტვ „პირველის“ გადამღებ ჯგუფს აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

18:02 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი ამბობს, მათ სოფლის გამგებლის (მერის წარმომადგენლის) - გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა თავს.

ვიდეოკადრებში, რომელიც „პირველმა“ გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ აგინებს მამაკაცი გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს ემუქრება „კბილების ჩამოღებით“, მიკროფონს ღრუბელს აძრობს და ჟურნალისტს ესვრის. ის ამბობს, რომ ტელეკომპანია „პირველს“ ვერ იტანს და გადამღებ ჯგუფს წასვლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ვიყავით ჩასული სოფელ წინწყაროში, რადგან მათ სურდათ, საჯაროდ ესაუბრათ სოფელში არსებული პრობლემების შესახებ, თუმცა, როდესაც გოჩა აფრასიძემ დაგვინახა, ის პირდაპირ დაგვემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, წამოვიდა ჩვენსკენ, დააზიანა ჩვენი კუთვნილი ინვენტარი და ფიზიკურად გაგვისწორდა.

გოჩა აფრასიძე და მისი დედა მეორედ დაგვიპირისპიდნენ გამგეობის შენობასთან, რომელიც ადმინისტრაციული შენობაა, თუმცა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ეს შენობა აფრასიძეებს აქვთ მისაკუთრებული და საცხოვრებლად იყენებენ. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვეცადეთ, მივედით შენობასთან, თუმცა ფიზიკურად იქაც დაგიპირისპირდნენ, დაგვიზიანეს ინვენტარი და მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხოფა. იქ უკვე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მათ არავინ დაუკავებიათ“, – ამბობს ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლებით დაიწყეს.

„სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.

წინწყაროში წალკის მერის წარმომადგენელმა, გიორგი აფრასიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ მისი ბიძა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, მივიდა თუ არა. გიორგი აფრასიძე ჟურნალისტებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

„პროვოკაცია მოხდა ტვ „პირველის“ მხრიდან ბიძაჩემის მიმართ. ახლა აქ არავითარი დაძაბულობა არ არის. გადამღები ჯგუფი წავიდა და მოსახლეობა ერთმანეთში მოგვარდა“, – უთხრა „რეგინფოს“ გიორგი აფრასიძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]