weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პლასტმასის ბოთლებით მდინარე ბოლნისში დაანაგვიანეს, სამართალდამრღვევის ვინაობა დადგენილია

15:53 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც პლასტმასის ბოთლებს მდინარეში ყრის. ამასთან, გაირკვა, რომ სამართალდარღვევა ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისის რაიონში მოხდა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს“, – აცხადებს უწყება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6000 ლარია. ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]