weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჰომოფობიური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ

18:51 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

თბილისში, იმ ადგილზე, სადაც „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება - დოკუმენტური ფილმის ჩვენება უნდა შედგეს, ჰომოფობური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები მივიდნენ. ისინი სამართალდამცველების კორდონის გარღვევას და დახურულ ღონისძიებაზე შესვლას ცდილობენ. რამდენიმე ადამიანი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

„მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა სირაძემ.

„პრაიდის“ კვირეული დღეს, პირველ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება. ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში, 2019 წელს პირველად გამართული „პრაიდის“ კვირეულის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ოფიციალური პრემიერის გამართვა, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალის“, 5 ივლისს კი „ღირსების მარშის“ ჩატარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]