weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევად საკონკურსო კომისია შექმნა

23:19 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

პრეზიდენტის განკარგულებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

  • გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე;
  • თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის კოორდინატორი;
  • ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი;
  • არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ „კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე;
  • ზვიად გაბისონია – სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
  • მარინე ჩიტაშვილი – სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი – სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • გიორგი იაშვილი – სსიპ „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის“ დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
  • რევაზ კლდიაშვილი – სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

კომისიამ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. კანდიდატების შერჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]