weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

იმედი მაქვს, მარშიც ჩაივლის ძალადობის და შიშის გარეშე – გერმანიის ელჩი

09:37 პარასკევი, 02 ივლისი 2021

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოთქვამს იმედს, რომ „ღირსების მარში“ ძალადობის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ მან პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიების ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ადამიანებს, რომლებსაც სურთ, აღიარებული იყვნენ საზოგადოების ნაწილად, სურთ აღიარებული იყვნენ საქართველოს ერის ნაწილად. ვფიქრობ, რასაც ისინი აკეთებენ, მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველას სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მოსაზრებას თავისუფლად, ძალადობის, შიშის გარეშე გამოხატავს. არ მინახავს, რა მოხდა გარეთ, ფეხით მოვედი. იმედი მაქვს, „პრაიდის“ კვირეული და მარშიც ჩაივლის ძალადობის, შიშის გარეშე“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

თბილისში „პრაიდის“ კვირეული გუშინ, პირველ ივლისს დოკუმენტური ფილმის პრემიერით გაიხსნა. დახურულ სივრცეში ფილმის ჩვენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გარეთ კი პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. მათსა და სამართალდამცველებს შორის რამდენეჯერმე დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი დააკავეს.

ფილმის ჩვენების შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის გავლითა და მიკროავტობუსებით დატოვეს, მათ მიმართ ჰომოფობიური შეძახილებისა და სხვადასხვა ნივთების სროლის ფონზე.

„პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში 3 ივლისს „პრაიდის“ ფესტივალია დაგეგმილი, ხოლო 5 ივლისს – „ღირსების მარში“.

„ყვლა ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევა ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რათა შემდგომი ორი ღონისძიებისთვის კიდევ უფრო გააუმჯობესოს დაცვის ღონისძიებები და ხარისხი. ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კვირეულის დარჩენილი ორი ღონისძიება ჩატარდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ“, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]