ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პირველ დღეს, კორონავირუსის გამო გამოცდაზე 20-მდე აბიტურიენტი ვერ გავიდა.
„რაც შეეხება გუშინდელ დღეს, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე. გვქონდა დაგვიანების ექვსი შემთხვევა, გამოცდიდან მოხსნის ფაქტი, საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.