დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.42%-ია, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3.09%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 77
კახეთი – 71
ქვემო ქართლი – 54
შიდა ქართლი – 40
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 30
აჭარა – 25
მცხეთა-მთიანეთი – 12
სამცხე-ჯავახეთი – 9
გურია – 9
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 ადამიანი, 8 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 9430 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 6039 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 2771 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 607 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი;
- 620 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 368 022 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 353 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5335 კი გარდაიცვალა.