weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 16 წლიდან აიცრებიან

18:18 პარასკევი, 02 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინა საქართველოში შემოვა, მისი გამოყენება 16 წლის ზემოთ მოქალაქეებში იქნება შესაძლებელი.

„მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ იგივე ინსტრუქციაში აქვს 16 წლიდან ზემოთ აცრა. დღეს ყველა ვაქცინით იცრება 18 წლის ზემოთ მოსახლეობა, „ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან. ამიტომ, ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს „ფაიზერთან“ დაკავშირებით – ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს მოზარდების აცრებს – ამაზე ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ კომპანია „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თანხა კი გადახდილია. ღარიბაშვილის თქმით, „ფაიზერი“ ვაქცინების მოწოდებას ივლისში დაიწყებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]