„მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ იგივე ინსტრუქციაში აქვს 16 წლიდან ზემოთ აცრა. დღეს ყველა ვაქცინით იცრება 18 წლის ზემოთ მოსახლეობა, „ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან. ამიტომ, ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს „ფაიზერთან“ დაკავშირებით – ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს მოზარდების აცრებს – ამაზე ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ კომპანია „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თანხა კი გადახდილია. ღარიბაშვილის თქმით, „ფაიზერი“ ვაქცინების მოწოდებას ივლისში დაიწყებს.