weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, ვაქცინაცია კი 5 ივლისიდან დაიწყება

21:54 პარასკევი, 02 ივლისი 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის - „სინოფარმის“ პირველი დოზით აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი 5 ივლისიდან, ორშაბათიდან დაიწყება.

საქართველომ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინა დღეს მიიღო, რაც 500 ათასი ადამიანის ასაცრელად საკმარისი რაოდენობაა. ორივე ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.

„უკვე ორშაბათიდან, ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას. დაახლოებით 350 ბრიგადა, რომელიც არის დაკომპლექტებული ექიმებით, შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია და ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ვებგვერდის booking.moh.gov.ge-ის მეშვეობით, ან ტელეფონის ნომერზე - 15 22 დარეკვით.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე ჯამურად ჩატარდა 266 161 აცრა. აქედან სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]