weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულში „საქნახშირის“ 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა

12:32 შაბათი, 03 ივლისი 2021
პროფკავშირების ფოტო პროფკავშირების ფოტო

ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია, შპს საქნახშირის 400-მდე თანამშრომელი, კომპანიასთან მედიაციის წარუმატებლად დასრულების შემდეგ გაიფიცა. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ რეგინფოსთან განაცხადა, რომ გაფიცულები ხელფასის მომატებას ითხოვენ.

ამ დროისთვის გაფიცულები არიან ზედაპირულ კომპლექსზე დასაქმებულები – მათგან 210-მდე ადამიანი მეშახტეების შახტაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა.

„მედიაციის პროცესში ზედაპირული კომპლექსის თანამშრომლებს პროფკავშირი წარმოვადგენდით. კომპანიის პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე ქვანახშირის მოპოვება არ გაიზრდება, ხელფასების მომატება შეუძლებელია. მათი თქმით, ახლა თვეში 20-22 ათას ტონა ქვანახშირს მოიპოვებენ და იმისთვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს, უნდა ავიდეს 30 ათას ტონამდე, რაც მათი გეგმით 4-5 თვეში მოხდება.

2020 წლის სექტემბერში კომპანიასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და თანამშრომლებს ხელფასი 20-25%-ით გაეზარდათ, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ინფლაციისა და პროდუქტების გაძვირების გამო, ეს ანაზღაურება აღარ არის საკმარისი.

ამჟამად გაფიცულების ხელფასი პოზიციების მიხედვით, 450-დან 800 ლარამდე მერყეობს“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, თუ გაფიცულების მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდება, არ არის გამორიცხული, გაფიცვას მეშახტეებიც შეუერთდნენ.

 

ამ თემაზე:

პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა – „საქნახშირი“ თანამშრომლების გაფიცვაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]