ცეცხლის სამმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ინფო რუსთავთან“ განაცხადა, ტრალერს სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.