weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა შემწყნარებლობა და პატივისცემა გამოავლინონ – დეგნანი

20:43 კვირა, 04 ივლისი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციით მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აზრი იყოს არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივი, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით.

ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარი და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ საშუალება მისცენ მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავიანთი აზრი და ხვალ მარში მშვიდობიანად ჩატარდეს.

ისინი, ვისაც სურთ, რომ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალონ, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციელებს, რომ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ლგბტქი+ აქტივისტების ორგანიზებით, პირველი ივლისიდან თბილისში „პრაიდის“ კვირეული მიმდინარეობს, რომლის დასრულება ხვალ, 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ იგეგმება. ღონისძიების გამართვის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფები.

„ღირსების მარშის“ გამართვა მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის, რომელმაც მრევლს 5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდა, რათა აღავლინონ „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს აჩვენონ, რომ საკუთარ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მათთვის მიუღებელია“. საპატრიარქო საზოგადოებას ასევე მოუწოდებს, არ აჰყვეს „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“ და პროტესტი მშვიდობიანად დააფიქსიროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]