weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

სტიქიამ ზემო სვანეთი დააზარალა, ზუგდიდი-მესტიის გზა ჩახერგილია

23:08 კვირა, 04 ივლისი 2021

მესტიის რაიონში ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა იყო. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რამდენიმე სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ელექტროენერგიის ქსელის საყრდენი ბოძები წაქცეულია, გზების ნაწილი კი ქარისგან მოგლეჯილი ხეებითა და ჩამოშლილი კლდოვანი მასით არის ჩახერგილი. ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია. მესტიის მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

შეფერხებულია სატელეფონო კავშირიც. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სახურავი 4 სახლს აქვს გადახდილი.

„ხაიშიდან მულახამდე ქარბორბალამ გადაგვიარა. ქარი, სეტყვა, წვიმა, ყველაფერი ერთად იყო. ახლა სოფელ მულახში ძლიერად აღარ წვიმს, მაგრამ ისევ ღრუბლიანი ამინდია. ჩემი სახლიც სახურავის გარეშე დარჩა და წყალი ჩამოგვდის. ზუსტად არ ვიცით რამდენი სახლია ამ მდგომარეობაში ან მულახის ზემოთ რა ხდება“, – უთხრა „რეგინფოს“ სოფელ მულახში მყოფმა დავით ნავერიანმა.

მესტიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში  მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]