weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შსს „თბილისი პრაიდს“ საჯარო სივრცეში მარშის გაუქმებისკენ მოუწოდებს

13:12 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძრაობა „თბილისი პრაიდს“ მოუწოდებს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება - „ღირსების მარში“ ღია, საჯარო სივრცეში არ ჩაატაროს. სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ ღონისძიების ჩატარება მასში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია.

„აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“, – აცხადებს შსს.

უწყება მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარებაა დაგეგმილი. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ეცადნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას და მის დარბევასაც. მარშის მოწინააღმდეგეები გინებითა და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებიან, იმუქრებიან ძალადობით.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]