weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ძალადობრივი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისშიც შეიჭრნენ

13:43 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებიან, მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისშიც შეიჭრნენ. ისინი აივანზე ავიდნენ, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და საქართველოს დროშები ააფრიალეს.

მოძალადეებმა აივნიდან ოფისში, კერძო საკუთრებაში შეაღწიეს, საიდაც „თბილისის პრაიდის“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარებაა დაგეგმილი. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ეცადნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას და მის დარბევასაც. მარშის მოწინააღმდეგეები გინებითა და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებიან, იმუქრებიან ძალადობით.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება. საპატრიარქო აცხადებდა, რომ სასულიერო პირები პარაკლისის გადახდას აპირებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღია სივრცეში „ღირსების მარშის“ ჩატარება მისი მონაწილეებისთვის საფრთხის შემცველია. ამის გამო, სამართალდამცავი უწყება „თბილისი პრაიდს“ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]