weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა – სახალხო დამცველი

14:24 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებსა და „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებზე თავდასხმებს ეხმაურება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა და რეაგირება მოახდინოს ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.

„მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები და ჟურნალისტებს.

პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.

შევახსენებთ მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარებაა დაგეგმილი. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ, ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ეცადნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას და მის დარბევასაც. მარშის მოწინააღმდეგეები გინებითა და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებიან, იმუქრებიან ძალადობით. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და ოფისში შევიდნენ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება. საპატრიარქო აცხადებდა, რომ სასულიერო პირები პარაკლისის გადახდას აპირებდნენ.

ამ ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღია სივრცეში „ღირსების მარშის“ ჩატარება მისი მონაწილეებისთვის საფრთხის შემცველია. სამართალდამცავი უწყება „თბილისი პრაიდს“ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]