weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გადავწყვიტე, ყველა ჟურნალისტი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება – გვარამია

15:31 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამაიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხის გამო, თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებას წყვეტს. გვარამიამ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებს პირდაპირი ეთერიდან მოუწოდა, ოფისში დაბრუნდნენ.

„მიუხედავად უზარმაზარი საჯარო ინტერესისა, მე მივიღე გადაწყვტილება, „მთავარი არხის“ ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება, პირველ რიგში, ჩემი ჟურნალისტების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო. მოვუწოდებ ყველა ჩემს ჯგუფს, სასწრაფოდ დატოვონ დისლოკაციის ადგილები და წამოვიდნენ საკუთარ ოფისში.

მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ტელეკომპანიების ოფისები, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ტელეკომპანიების, მათ შორის, მთავარი არხის ოფისების დარბევას“,– აცხადებს გვარამია.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ამ მომენტში, ერთ-ერთ შენობაში მყოფი სამოცამდე ადამიანი მოძალადე ჯგუფების ალყაშია მოქცეული და ისინი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

„60-მდე ადამიანი, მათ შორის, ორი ჩემი ჟურნალისტი არის შეკეტილი შენობაში, ისინი ვერ გამოდიან ამ შენობიდან, იმიტომ, რომ გარეთ დგანან მოძალადეები. მე ლოკაციას ვერ დავასახელებ. ერთი საათის წინ მათ დარეკეს პატრულში და ჯერაც ადგილზე არ არის მისული პოლიციის დანაყოფი. შეუგდეს ფეთქებადსაშიში თუ ასაფეთქებელი მოწყობილობა და არიან დაჭრილებიც. პირდაპირ ვაცხადებ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, „მთავარი არხი“ აკვირდება მოვლენების განვითარებას, თუმცა გადამღები ჯგუფები თბილისის ქუჩებში აღარ იმუშავებენ.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ „ღირსების მარშის“ ჩატარება იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ, ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და ოფისში შეიჭრნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დილიდან ფიზიკურად გაუსწორდენენ 20-მდე ჟურნალისტს, მათ შორის, ტელეკომპანიების  - „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „პირველის“, „რუსთავი 2“-ის, ასევე, „რადიო თავისუფლების“, ინტერპრესნიუსის“, On.ge-ის ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ფოტოგრაფებს. დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს. უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]