weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს საჯაროდ დაგმონ ძალადობა – საელჩოები

17:02 ორშაბათი, 05 ივლისი 2021
ფოტოზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფოტოზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

თბილისში დღეს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურებიან დიპლომატიური წარმომადგენლობები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ისინი ძალადობას გმობენ და საქართველოს ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს აკირიტიკებენ.

ერთოვბლივ განცხადებას საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებენ.

ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ხოლო ძალადობა უბრალოდ მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

„ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, – აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთობლივ განცხადებაში.

ლგბტქი+ თემის მიერ დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში“ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებების გამო არ შედგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]