weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სავარაუდოდ საყურის და გრძელი თმის გამო თბილისში უცხოელი დაჭრეს

17:29 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა. სამართალდამცველებმა ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში თვითმხილველი ამბობს, რომ დაჭრილი პოლონელი ჟურნალისტია და მას გრძელი თმისა და საყურის გამო დაესხნენ თავს.

„ქართველი დაესხა პოლონელ ჟურნალისტს თავს. ოთხჯერ დაარტყა გულ-მკერდის არეში დანა. აქ ბიჭები იდგნენ და ისინი დაეხმარნენ პოლონელს, გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ასევე, ის ბიჭი პოლიციის მოსვლამდე დააკავეს. საყურის, გრძელი თმის და განსხვავებული შეხედულების გამო ეშმაკს ეძახდა ეს ბიჭი“, – ამბობს „ფორმულას“ რესპონდენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.

„დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]