ავტოავარია წუხელ მოხდა. რადიო „ათინათის“ ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
„ტყუილია თითქოს ბავშვი ჩაიწვა. ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოიყვანა ჩემმა მეუღლემ. საავადმყოფოს მიყვანამდე გარდაიცვალა“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.