უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომლისა და სამი ცრუ მოწმის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა სოფელ წითელსოფელში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 5477 კვადრატული მეტრი.
„მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 52 678 ლარია. გამოძიების დაწყებისთანავე, ნაკვეთებს ყადაღა დაედო“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას, დოკუმენტის გაყალბებას და სამსახურებრივ გულგრილობას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.