weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პარლამენტის წინ დღეს მდუმარე აქცია გაიმართება

14:57 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, დღეს, 20:00 საათზე მდუმარე აქციის გამართვა იგეგმება. აქცია პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დააანონსა და მოქალქეებს მოუწოდა, პარლამენტთან ერთი საათით მივიდნენ, ყველას დაანახონ, რომ საქართველოში ცივილიზებული ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ნორმალური ქვეყნის აშენება უნდათ.

„გუშინ რაც მოხდა, იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, კატასტროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და მართლა, გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ.

ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ერთად ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, სიბნელე, რომელიც კლავს ჩვენი შვილების მომავალს“, – აცხადებს ჯაფარიძე.

აქციას უერთდებიან „ევროპული საქართველო“ და ასევე, ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა „დროა“.

„გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე. ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა“, – აცხადებს ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა.

დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლოჯარიაც. მისი თქმით, მდუმარე აქციის მიზანია გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გაპროტესტება და მათგან გამიჯვნა.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!, – აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]